Presidents

giorgi margvelaSvili

Giorgi_margvelashvili

გიორგი მარგველაშვილი (დ. 4 სექტემბერი, 1969, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2012-2013 წლებში. ბიოგრაფია 1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (Central European University), პრაღაში კურსზე დიპლომის შემდგომი სწავლება სოციოლოგიაში.[1] 1992-1995 წლებში მუშაობდა ტურისტული კომპანიის გიდად (სპეციალიზაცია სამთო ტურიზმი).[2] 1994-1995 ... Read More »

mixeil saakaSvili

12982

მიხეილ სააკაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან – დღემდე, პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამფუძნებელი, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36 წლის ასაკში). მეუღლე წარმოშობით ჰოლანდიელი — სანდრა რულოვსი, ჰყავთ შვილები, ედუარდი და ნიკოლოზი. ganaTleba ... Read More »

nino burjanaZe (movaleobis Semsrulebeli)

img_3485-a

ნინო ბურჯანაძე (დ. 16 ივლისი, 1964, ქუთაისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივნისამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობისორგზის შემსრულებელი: 2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის იანვრამდე და 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე. ganaTleba დაიბადა თერჯოლის რაიკომის პირველი მდივნის ანზორ ბურჯანაძის ოჯახში. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N2 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ... Read More »

eduard SevardnaZe

shevardnadze

ედუარდ შევარდნაძე (დ. 25 იანვარი, 1928) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სსრ-ის ცკ კომპარტიის პირველი მდივანი (1972-1985), საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (1985-1990), საქართველოს პრეზიდენტი (1995-2003). ganaTleba ედუარდ შევარდნაძე დაიბადა 1928 წლის 25 იანვარს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში, პედაგოგის ოჯახში. ჰყავდა და და სამი ძმა. მისი მამა დააპატიმრეს სტალინური რეპრესიების დროს 1937 წელს, მაგრამ გათავისუფლდა მისი მოსწავლის დახმარებით, რომელიც შინსახკომთან თანამშრომლობდა. ... Read More »

zviad gamsaxurdia

გამსახურდია

ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ძველი ხიბულა, ხობის რაიონი) — მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992). დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა ... Read More »

wordpress