#22 Teimuraz mJavia

zogadi informacia

zogadi informacia

დაბადების თარიღი:  1952 წლის 5 იანვარი, ოზურგეთი
ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

ganaTleba

ganaTleba

თეიმურაზ მჟავიამ დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი

samuSao gamocdileba

samuSao gamocdileba

საქართველოში ჰელსინკის ჯგუფის დაფუძნების შემდეგ თეიმურაზ მჟავია გახდა მისი მხარდამჭერი და მოძრაობის აქტივისტი. სოხუმის 1980 წლის მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ქართულ ეროვნულ მოძრაობის აქტივისტი
1990 წელი -   სრულიად საქართველოს წმიდა ილია მართლის საზოგადოების აფხაზეთის რეგიონულ ორგანიზაციის ხელმძღვანელი
1990 წელი -  საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აფხაზეთში
1990 წელი – საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი
1991 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი საარჩევნო ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“
2004-2009 წლებში იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე
ამჟამად  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ფრაქცია „დემოკრატიული რეფორმებისათვის“ თავმჯდომარე

damatebiTi informacia

damatebiTi informacia

არ არის ინფორმაცია

saarCevno programa

saarCevno programa

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წინაშე დგას, არის ქვეყნის მთელი ტეირტორიიდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების გაყვანა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და წინა რეჟიმებისაგან მემკვიდრეობით დატოვებული მართვის ბოლშევიკური სისტემის დემონტაჟი. ამ უმნიშვნელოვანესი ამოცანების გადაჭრისთვის აუცილებელია ქართული საზოგადოების საერთო ეროვნული თანხმობა, რომლის საფუძველი იმის აღიარება უნდა გახდეს, რომ საქართველო არის ერთიანი, განუყოფელი და სეკულარული სახელმწიფო, სადაც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე განმტკიცებულია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და ფუნქცია და იმავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება; რომ უპირობო და შეუვალია საქართველოს სახელმწიფოს უფლება განახორციელოს საკუთარი იურისდიქცია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აფხაზეთის ჩათვლით. ამასთან, ქართველი ერის შეუვალი ნებაა აღადგინოს მოყვრული ურთიერთობა აფხაზ ხალხთან და გააჩნია კონკრეტული იურიდიული სქემა ამ ნების რეალიზაციისა; რომ ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთხელ „ოსეთის შექმნა დაუშვებელია“. „სამხრეთ ოსეთი“ არის რუსი დამპყრობლების მოგონილი სახელი და მათივე შექმნილი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული, რომლის არსებობას არც ისტორიული, არც იურიდიული, არც ეკონომიკური, არც კულტურული და არც მორალური საფუძველი არ ჰქონდა და არ აქვს, ხოლო ოსი ეროვნების მოსახლეობის სპეციფიკურ ინტერესთა რეალიზაციის ოპტიმალურ ორგანიზაციულ ვარიანტად ფუნქციური ავტონომია უნდა იქნეს აღიარებული; რომ საქართველოში ერთადერთი ეთნიკური უმცირესობა არის მხოლოდ აფხაზი ხალხი, ყველა სხვა ეთნოსი არის დიასპორა. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მიმართ უნდა იყოს – ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე; რომ დაუშვებელია ქართულ-აფხაზური-ოსური „კონფედერაციის“, ანუ ნებაყოფლობით ხელშეკრულებაზე დამყარებული, სამართლებრივად იოლად დაშლადი გაერთიანების შექმნა.

gamoxmaureba

გამოხმაურება

wordpress