#20 nugzar avaliani

zogadi informacia

zogadi informacia

დაბადა 1942 წლის იანვარში კომუნისტ პედაგოგთა ოჯახში.

ganaTleba

ganaTleba

1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის I საშუალო სკოლა,
1965 წელს წარჩინებით – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ქ. თბილისში.

1983–86 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვში, სკკპ ცენ-ტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, რომლის დამთავრებისთანავე დაიცვა დისერტაცია სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

samuSao gamocdileba

samuSao gamocdileba

970 წლიდან სახელმწიფო და პარტიულ სამუშაოზეა. სხვადასხვა დროს მუშაობდა თერჯოლის რაიონის არქიტექტორად, სახალხო დეპუტატთა ქუთაისისა და ტყიბულის საქალაქო საბჭოების აღმასკომების თავმჯდომარეთა პირველ მოადგილედ, საქართველოს კომუნისტური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგედ,
პარტიის ქუთაისის ავტოქარხნის რაიკომის, წყალტუბოსა და ტყიბულის საქალაქო კომიტეტების პირველ მდივნად.
არჩეული იყო სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების რამდენიმე მოწვევის დეპუტატად, საქართველოს კპ ცკ–ის წევრობის კანდიდატად და წევრად.

არის გაზეთ “საქართველოს კომუნისტის” სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს საზოგადოებრივი ორ¬განიზაციის “ახალი მემარცხენეები – სახალხო–პატრიოტული მოძრაობა” გამგეობის თავმჯდომარე. ამჟამად კპკ–სკკპ საბჭოს აღმასკომის წევრი და სეკპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანია. ამჟამად კპკ–სკკპ საბჭოს აღმასკომის წევრი და სეკპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანია.

damatebiTi informacia

damatebiTi informacia

საქართველოს კომუნისტური პარტიის აკრძალვის შემდეგ 1991 წლიდან ნ. ავალიანი ფაქტობრივად უმუშევრად და უფუნქციოდ დარჩა, ხოლო კომუნისტური მოძრაობის აღორძინებასთან დაკავშირებით კვლავ დაუბრუნდა პოლიტიკურ საქმიანობას. არჩეული იყო საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ტყიბულის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, ხოლო 1994 წლის 13 ნოემბრიდან 2009 წლის 13 ნოემბრამდე მუშაობდა პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად.

saarCevno programa

saarCevno programa

პოლიტიკური მრწამსი და მიმართულებები
ნუგზარ ავალიანი მარქს–ენგელს–ლენინ–სტალინის მეცნიერული მემკვიდრეობის შემოქმედებითი განვითარებისა და პრაქტიკული რეალიზების თვალსაზრისის აქტიური მიმდევარია. “ერთიანი კომუნისტური პარტიის” პროგრამული მოთხოვნებიდან გამომდინარე მისი, როგორც თანამედროვე კომუნისტის, პარტიის ერთგული წევრისა და აქტივისტის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:
1. სოციალიზმის აღორძინება, მისი მონაპროვრების დაბრუნება, წარმოებისა და ცხოვრების სოციალისტური წესის დამკვიდრება, პირველ რიგში – საწარმოო პოტენციალის ამოქმედება და უმუშევართა დასაქმება.
2. ხალხის ხელისუფლების დამკვიდრება საბჭოების ფორმით, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში მუშების, გლეხების, მშრომელი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენელთა არჩევა.
3. სუვერენული სახელმწიფოების ტრადიციული, ძმური, მეგობრული სახელმწიფოებრივი კავშირურთიერთობების, პირველყოვლისა ეკონომიკური კავშირების აღდგენა.
მისი პოლიტიკური კრედო ეფუძნება იმ ძირითად სოციალურ პრინციპს, რომ საზოგადოების კეთილდღეობა განაპირობებს თითოეული ადამიანის კეთილდღეობას, ხოლო ეროვნულ საკითხში ის ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, სოციალისტური, მაღალგანვითარებული საქართველოს მომავლის მიმდევარია.
ახალ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ერთად ავაშენებთ, იქნება:
1. პირობები ყველა მოქალაქის მშვიდობიანი და ღირსეულიცხოვრებისათვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ეტაპობრივი აღდგენისათვის, მოძმე აფხაზი და ოსი ხალხების ინტერესების, განუყოფელი უფლებებისა და თავისუფლებების გათ- ვალისწინებით;
2. დამკვიდრებული ჭეშმარიტი დემოკრატია და დაცული მოქალაქეთა უფლებები, პატივი, ღირსება და თავისუფლება;
3. გადაწყვეტილი ამოცანები, რომლებიც ითვალისწინებს მოსახლეობის პირადი უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის, ყველა მოქალაქის ბინით, მუდმივი შემო- სავლის წყაროთი, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებითა და განათლებით უზრუნველყოფას;
4. მიღწეული საქართველოს ჭეშმარიტი პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუ- კიდებლობა; გამოცხადებული ნეიტრალიტეტი; დადებული ხელშეკრულება სტრატეგი- ული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ რუსეთთან; დამყარებული თანასწორი და ურთიერთსასარგებლო კავშირები აშშ-სთან და მსოფლი- ოს სხვა ქვეყნებთან; გადაწყვეტილი საქართველოს შესვლა ევროპის კავშირში.

gamoxmaureba

გამოხმაურება

wordpress