#19 avTandil margiani

zogadi informacia

zogadi informacia

დაიბადა 1945 წელს, მესტიაში.

ganaTleba

ganaTleba

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი

samuSao gamocdileba

samuSao gamocdileba

1961-1967 წ.წ. იცავდა საქართველოს ღირსებას სამთო სათხილამურო სპორტში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: მუშად, ბრიგადირად, ინჟინრად, ქარხნის დირექტორად, რაისაბჭოს თავმჯდომარედ.
1990-1991 წ.წ. დამოუკიდებელი საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ მდივნად.
1990 წლიდან უმაღლეს საბჭოში დეპუტატია.
1990 წლის 7 დეკემბერს  დააარსა პ/გ საქართველოს ,,დემოკრატიული კავშირი“.
1992-1995 წ.წ. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი და ვიცე-პრემიერია. ურთულეს პერიოდში ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთი თავკაცი, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა პრობლემების მოგვარების და დალის (კოდორის) ხეობის შენარჩუნების მოთავე, კრიტიკულ პერიოდში სასურსათო კრიზისის აღმოფხვრის ორგანიზატორი. მთავარი სამთავრობო შტაბის ხელმძღვანელი.
1991-1992 წ.წ. სამოქალაქო ომის ჩახშობის მოთავე. საქართველოში სახელმწიფო საბჭოს შექმნისა და მის მეთაურად ედუარდ შევარდნაძის არჩევის მთავარი ინიციატორი.

damatebiTi informacia

damatebiTi informacia

დასავლეთში (სამეგრელო-იმერეთის) სამოქალაქო ომის შეჩერების თავკაცი. საქართველოს ,,სნგ“_ში გაწევრიანების ხელმძღვანელი.
ავთანდილ მარგიანი გახლავთ ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი. საქარტველოს სახალხო პატრიოტული მოძრაობის ლიდერი პ/გ ,,ერთიანი საქართველოს“, მათ შორის, ,,საქართველოს რუსთა კავშირის“ ლიდერი.
ქვემო ქართლში აღმაშენებლის, თამარის და რუსთაველის ძეგლებთან ერთად, რვა ახალი ქართული სოფლის, სამი ეკლესიის, შვიდი ციხე-კოშკის კომპლექსის მშენებლობის მოთავეა.

saarCevno programa

saarCevno programa

ძვირფასო თანამემამულენო, თქვენგან სახელისუფლო მანდატის მიღების შემდეგ ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება:
1.დაუყოვნებლივ მიღებულ იქნას კანონი სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო მოღვაწეთა უმკაცრესი პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც არ შეასრულებენ ხალხისთვის მიცემულ დაპირებებს.
2.საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რეალური საგარეო პოლიტიკური კონცეფციის შემუშავება: მოძმე რუსეთთან ძმობის, მეგობრობის და კეთილმეზობლობის დაუყოვნებელი აღდგენა კავკასისს ევრაზიული სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. პირველივე წელს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთიან საქართველოში. რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით სახალხო მეურნეობის, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისა და დარგების სახელმწიფოს მართვაში თავმოყრა. სოციალური სამართლიანობის პრიორიტეტით, მიწის რესუსრსით თავისუფალი სარგებლობა, მეურნეობის ფორმების თავისუფალი შერჩევა ( კოლექტიური, ფერმერული, კოოპერაციული და ა.შ)
4. ეროვნული საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალის აღდგენა და განვითარება, საბავშვო ბაგა-ბაღების, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლება, სპორტის, კულტურის სფეროებში, სახელმწიფოს მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
5. საარსებო მინიმუმის რეალური ზღვარის დადგენა, პენსიების პროგრესული ზრდის დაწესება, დამსახურების გათვალისწინებით. სოციალურად დაუცველთა არასრულწლოვანებზე და მოსახლეობის ყველა ფენაზე სახელმწიფოს მიერ ზრუნვა. ომისა და შრომის ვეტერანთა მიმართ მაქსიმალური საპენსიო განაკვეთის დაწესება და სოციალური შეღავათების გათვალისწინება. მეანაბრეთა თანხების დაბრუნების პროცესების დაწყება.
6. დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. საჯარო დაწესებულებებში ყველა დასაქმებულს, მათ შორის, პედაგოგებს და ექიმებს, დამსახურების მიხედვით ღირსეული ანაზღაურება.
7. საქართველოში აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფა, დავით აღმაშენებლის ტრადიციით ( კაცი იყავ, კაცური და სადაც გინდა, იქ ილოცე).
8. აუცილებლად შეიქმნას უხუცეს მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ერისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეები 33 წევრის შემადგენლობით.

gamoxmaureba

გამოხმაურება

wordpress