#18 mamuka WoxoneliZe

zogadi informacia

zogadi informacia

დაბადების თარიღი:1965 წლის 7 მარტი, ქ. ტყვარჩელი
1971 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. თბილისში

ganaTleba

ganaTleba

1882- 1987 დავამთავრე თბილისის.ს.ზაქარიაძის სახ. კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი
1988-1993. თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტი(ფინანსები და კრედიტი) პარალელურად აქვე ბიზნესის უმაღლესი სკოლა

samuSao gamocdileba

samuSao gamocdileba

საქართველოს სახ. ტელევიზია, ოპერატორის ასისტენტი
1984-1994 საქართველოს აკადემიურ დამსახურებული ანსაბლების მსახიობ მოცეკვავე
1994-2000 მდე საქ.შს სამმართველოს პოლიცია
2003 -2004 საქართველოს რკინიგზის კულტურის სასახლის ვიცე-პრეზიდენტი
2004-2007 საქართველოს პარლამენტის წევრი(საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2008-2010 საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
2010-2012 საქართველოს .ახალი-ტექნოლოგიების ეროვნული ბიუროს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
2012-2013 საქართველოს საელჩო უკრაინაში.ქ.კიევი ელჩის მრჩეველი ბიზნესისა და ვაჭრობის საკითხებში

damatebiTi informacia

damatebiTi informacia

არ არის ინფორმაცია

saarCevno programa

saarCevno programa

პროგრამა დაფუძნებულია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო გამოცდილებაზე. ამ გამოცდილებიდან ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჰუმანიზმს, სოციალურ სამართლიანობას,და ლიბერალურ–დემოკრატიულ პრინციპებს,რომლებიც საქართველოში პირველად ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა დაამკვიდრეს.ყველაფერმა ამან ასახვა ჰპოვა „საერთო ნიადაგის“ თეორიაში, რაც ქართული საზოგადოებრივ–პოლიტიკური აზროვნების უმაღლესი მიღწევაა.

თანამედროვე პოლიტიკური იდეოლოგიების თვალსაზრისით იგი წარმოადგენს კონსერვატიულ,ლიბერალურ და სოციალ–დემოკრატიულ ღირებულებათა თავისებურ სინთეზს. ილია, როგორც ეროვნული იდეოლოგი, სწორედ ამ ღირებულებათა სინთეზის მატარებელია.

სახელმწიფოს მოწყობის პოლიტიკური პრინციპების მიხედვით იგი კონსერვატორი, ინგლისის მსგავსი კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფო მმართველობის პოზიციებზე დგას.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიხედვით, იგი ლიბერალია, ხოლო სოციალური თანამშრომლობისა და სამართლიანობის მიხედვით,ევროპული სოციალ–დემოკრატიის პოზიციებზე დგას.

ყველაფერი ეს მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის იდეურ საფუძვლებს შეადგენს.

ამ საქმეში დიდი ილიას თანამოაზრენი არიან აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა,ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, არჩილ ჯორჯაძე, ვარლამ ჩერქეზიშვილი, სპირიდონ კედია, გაბრიელ ეპისკოპოსი და ივანე ჯავახიშვილი.
ამ უკანასკნელმა განსაზღვრა ამ თეორიის არსი,როგორც „საქართველოს მომავლის გზის გამკვალავი“.

ეს თეორია მოიცავს ორ ათეულზე მეტ სამართლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ–ეკონომიკურ პრინციპებს, რომელიც ასახვას ჰპოვებს პროგრამის ცალკეულ თავებში.ამასთან ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს რომ ქართული სახელმწიფოს ფორმირება და მისი შემდგომი განვითარება ეროვნულ მემკვიდრეობასთან ერთად, უნდა დაეფუძნოს საერთაშორისო გამოცდილებასაც. ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების შეჯერება საერთო ნიადაგის თეორიის მეთოდოლოგიაა „ დაპირისპირებულთა ბედნიერი მორიგება ერთმანეთის დაუმონებლად და შეუბღალავად“ ასე განსაზღვრა ეს უნივერსალური მეთოდი თვითონ ილიამ.

ამის გათვალისწინება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისა და ტაქტიკის, მისი პპოლიტიკური ორიენტაციის, განსაზღვრაში.

ამ ორიენტაციის არსია საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირთან. საქართველო კავკასიასთან ერთად ევრაზიის სუბკონტინენტის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შემაერთებელი ხიდია.

ეს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობა საფუძვლად უნდა დაედოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებას, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

„ საქართველოს გადაარჩენს სიყვარული“–წერს გაბრიელ ეპისკოპოსი.

წარსული ეპოქის ყველა ჩვენი ტრაგედია განპირობებულია სიყვარულზე სიძულვილის აღზევებით.

დღესაც ზეობს ეს მდაბალი გრძნობა ჩვენში,ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

დიახ , ადამიანის ყველაზე დიდი გამარჯვება თავის თავზე გამარჯვებაა და ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ პირად ეგოიზმსა და ამბიციებზე გამარჯვება, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

სამწუხაროდ დღესაც კვლავ გვემუქრება თავისუფლების დაკარგვისა და უცხო ქვეყნისადმი დამონების საფრთხე.1921 წელი აღარ უნდა განმეორდეს.

ამ საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ეროვნული ერთობა, და „საერთო ნიადაგზე“ დგომაა „ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ – სკოლის მერხიდანვე ვიზეპირებთ ლელთღუნიას პირით ნათქვამ ილიას ამ სიტყვებს, მაგრამ მთავარი ხომ ამ სიტყვების რეალიზებაა. იმის გააზრება და გათავისებაა, თუ როგორ უნდა „ ვიყუდნოთ“, რა გზით, რა საშუალებებით უნდა შევქმნათ ნამდვილად თავისუფალი, ნამდვილად დამოუკიდებელი, ნამდვილად ეროვნული სახელმწიფო ეროვნული იდეოლოგიით და ეროვნული ეკონომიკით.

ამ გზას და ამ საშუალებებს გვაძლევს ილია და მისი „საერთო ნიადაგის“ თეორია, რომელიც ერთადერთია საქართველოს მომავალი აღმშენებლობის საქმეში.

gamoxmaureba

გამოხმაურება

wordpress