#16 mixeil saluaSvili

zogadi informacia

zogadi informacia

დაიბადა ქ. თბილისში, 1958 წლის 16 ივლისს

ganaTleba

ganaTleba

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სპეციალობით „სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა“ [1980 წ.];
ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენებისა [გერმანული] [1980 წ.] და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის [ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება, სპეციალობა - „ხელოვნებათმცოდნე“] [1989 წ.] ორწლიანი კურსები;
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა [1986 წ.].
- 1987 წ. 11 დეკემბერს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე „ახალი ტიპის გასაშლელი თაღოვანი გადახურვის დამუშავება“, და 1988 წლის 11 მაისს მომენიჭა: „ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის“ სამეცნიერო ხარისხი.
- 1992 წლის 24 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით მიენიჭა სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის დოცენტის სამეცნიერო წოდება.

samuSao gamocdileba

samuSao gamocdileba

სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიურო „მშენებლობა“-ში [1979-1980 წ.წ.];
სამშენებლო სამმართველოში, საქმის მწარმოებლად [1980 წ.];
საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში [1980-1982 წ.წ.];
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფაკულტეტის №67 „ლითონის კონსტრუქციების“ კათედრაზე: ასისტენტად, მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად; სამეცნიერო თემებში: მეცნიერ-მუშაკიდან – წამყვან მეცნიერ-მუშაკად [1983-1989 წ.წ.];
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის „სამოქალაქო თავდაცვის ციკლის“ დოცენტად, ციკლის უფროსად [1990 -1991 წ.წ.];
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფაკულტეტის № 21 „სამშენებლო კონსტრუქციების“ კათედრის დოცენტად, კათედრის გამგის მოადგილე – „დაცვითი ნაგებობების“ უფროსად [1991 – 1995 წ.წ.];
- 1984 წელს გახდა „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ წევრი.
საკუთარი გამოგონებათა მაკეტებით მონაწილეობას იღებდა:
ბულგარეთში გამართულ: „მსოფლიო ახალგაზრდა გამომგონებელთა მიღწევების“ გამოფენაზე: „ბულგარეთი -85“ [1985 წ.], აგრეთვე
მოსკოვში, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე [1987 წ.];
86 – მონოგრაფიის ავტორი {მათ შორის: 1 – ტექნიკური (რუს.), 22 – პოლიტიკური, 9 – იურიდიული, 44 – თეოლოგიური, 10 – ისტორიული] 59 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი [მათ შორის: 1 – „ლექსიკონ-ცნობარი", 18 სასწავლო სახელმძღვანელოს, 14 გამოგონების] და
2000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი;
- 1993 წ. 26 მაისს გამოქვეყნდა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წარედგინა მის მიერ შედგენილი „საქართველოს კონსტიტუციის“ პროექტი. არის კონსტიტუციის თემატიკისადმი მიძღვნილი 9 იურიდიული კრებულის ავტორი;
- საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიურად ჩაება 1988 წლიდან.
იყო:
„ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ [1988 წ.],
„საქართველოს სახალხო ფრონტისა“ [1989-1990 წ.წ.] და
„საქართველოს ეროვნული ფრონტი – რადიკალური კავშირის“ [1990-1992 წ.წ.] წევრი;
- 1991 წლის 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო სიით, არჩეულ იქნა: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პირველი საკრებულოს დეპუტატად; საკრებულოს პირველსავე სხდომაზე აირჩიეს – საკრებულოს მდივნად (თავმჯდომარედ), თბილისის საკრებულოს წევრად;
- 1992 წლის იანვარში თანამოაზრეებთან ერთად დააარსა პოლიტიკური ორგანიზაცია: სამართლიანობის აღდგენის კავშირი – „ხმა ერისა“; მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის 1992 და 1995 წლების არჩევნებში;
მის მიერ დაფუძნებული იქნა:
შპს გაზ. „არჩევანი“ [1993 წ.];
შპს ტელე/რადიო კომპანია „ხმა ერისა“ [1996 წ.];
შპს გამომცემლობა „ხმა ერისა-2“ [1996 წ.];
- 1996 წლის 9 აპრილიდან დაიწყოგაზეთ „არჩევანის“ დამატების – გაზეთ „ზვიადის გზა“-ს გამოცემა;
- 1996 წლის 15 დეკემბერს, თანამოაზრეებთან ერთად, დააარსა საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტი“. დაარსების დღიდან არის „ლაზარეს ინსტიტუტის სარედაქციო ლასკარის“ თავმჯდომარე;
- 1997 წლის 4 იანვარს გამოვიდა გაზეთ „არჩევანის“ დამატების – გაზ. „დედანი ენის სასწაული“-ს პირველი ნომერი;
- 2003 წლიდან არის „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ წევრი; 2003-2004 წ.წ.
იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (თავმჯდომარის) მრჩეველი;
- 1992 წლიდან 2011 წლის 23 დეკემბრამდე იყო სამართლიანობის აღდგენის კავშირი – „ხმა ერისა“-ს დარბაზის თავმჯდომარე;
- 2011 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა მისი მოთხოვნა კავშირის სახელდების ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ დღიდან არის – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე.

damatebiTi informacia

damatebiTi informacia

არ არის ინფორმაცია

gamoxmaureba

გამოხმაურება

wordpress