#8 Teimuraz boboxiZe

zogadi informacia

zogadi informacia

სახელი, გვარი: თეიმურაზ ბობოხიძე
დაბადების ადგილი, თარიღი: თბილისი, 20.10.1968 წ.
ელ – ფოსტა: po.mamuli@yahoo.com
საიტი: www.mamuli.ucoz.net
სოციალური ქსელი: www.facebook.com/mamuli politikuri organizacia/

ganaTleba

ganaTleba

განათლება: უმაღლესი, ეკონომისტი
უნივერსიტეტი: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახემწიფო . უნივერსიტეტის, 1987 წ – დან 1994 წ – მდე.

samuSao gamocdileba

samuSao gamocdileba

საქმიანობა: „მამული“ პოლიტიკური ორგანიზაციის 14.01.1994 წლიდან და  საქართველოს ანტიკორუფციული ორგანიზაციის 2000  წლიდან თავმჯდომარე: ქართულ ფრანგული საერთაშორისო სოციაცია GFA – ს 21.11.2012 წლიდან დამფუძნებელი. 2013  წლიდან სამო–ს (საერთაშორისო აუდიტთა მარეგულირებელი  ორგანოს) სარევიზიო კომისიის თავჯდომარე:
გამოცდილება: 1989 წ – დან 2000 წ – მდე ქრისტიანული განათლების, თავისუფლებისა და სამართლიანობის აღორძინების საზოგადოება  „მამული“–ს თავმჯდომარე და ამავდროულად 1992 წ – დან 1993 წ  – მდე საქართველოს სახემწიფოებრივი ეროვნული მთლიანობის  პარტიის თანათავმჯდომარე (სსემპ საპარლამენტო პარტია გახდა):  1997 წ – დან 1999 წ – მდე საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ  ბრძოლის ხელშემწყობი ორგანიზაციის თავმჯდომარე: 2000 წ – დან  საქართველოს ანტიკორუფციული ორგანოზაციის  თავმჯდომარე;  2002 წ – დან 2010 წ – მდე შ.პ.ს. „ბონა“ – ს ენერალური დირექტორი: ოთხი რაციონალური წინადადების ავტორი. . 1999 წ – დან 2004 წ – მდე საკრებულოს დეპუტატი:

damatebiTi informacia

damatebiTi informacia

სამხედრო სავალდებულო სამსახური: 1988 წ – დან 1989 წ – მდე
ინტერესები: პოლიტიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობა

saarCevno programa

saarCevno programa

ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ყველაზე დიდი ამოცანა იქნება, საქართველოს იურისდიქციის აღდგენა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პირველ რიგში, მთელი რიგი საერთაშორისო პირობები და უფრო კონკრეტულად კი, რუსეთის ფაქტორი აფერხებს. ხოლო რუსული გავლენის სფეროში დაბრუნებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოხდება,ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. ამიტომ, ჩვენ სხვა გზას უნდა დავადგეთ. პირველ რიგში, ეს არის ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენება, ნატოსა და ევროკავშირში სრულუფლებიანი სტატუსით გაწევრიანება და ამის პარალელურად, აფხაზებთან და ოსებთან სახალხო დიპლომატიის იმ დონეზე აყვანა, რომ მათთვის მისაღები იყოს ერთ სახელმწიფოებრივ სივრცეში ჩვენთან ყოფნა და არა რუსეთის დანამატად არსებობა.

მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ საკითხებში დღევანდელ უმრავლესობას არ ვეთანხმები, ამ მხრივ სრული თანხვედრა მაქვს იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ეს ძალა ატარებს. ჩვენ მივიღეთ დაპირება რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო მიიღებს ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსს. მე, ჩემი მხრივ, თავს უფლებას მივცემ განვაცხადო, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ რათა ასოცირებული წევრობიდან უახლოეს მომავალში საქართველო რეალურად გახდეს როგორც ევროგაერთიანების, ასევე ნატოს სამხედრო ალიანსის წევრი.

საქართველომ თავისი წილი სარგებელი უნდა ნახოს იმ ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე რომელიც ჩვენ გვიკავია. გასაგებია, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეგობრული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და ამას არც არავინ უარყოფს, მაგრამ როცა ხედავ რომ ამ შენი კეთილმეგობრული დამოკიდებულებით, შენი მეზობელი ქვეყანა, (არ ვაკონკრეტებ ჩრდილოელი და თუ სამხრეთელი) მხოლოდ თავისთვის სარგებელს ეძებს და მის ინტერესებში სულაც არ შედის შენი წარმატებები, ასეთი დამოკიდებულება ხელს ვერ შეუწყობს კეთილმეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას.მეორე საკითხი რომლის განხორციელელებასაც შევეცდები, ეს არის სრულიად კავკასიური სახლის დაფუძნება. ვთვლი, რომ თბილისი სრულიად კავკასიის კონფედერაციის ცენტრი
შეიძლება გახდეს და მასში მოქმედ კავკასიურ სახლს, პირობითად კავკასიური კონფედერაციის „პროტოპარლამენტსაც“ კი ვუწოდებდი. ამ საკითხზე ჯერჯერობით სხვას ვერაფერს ვიტყვი.
რაც შეეხება შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, ვფიქრობ რომ აქაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მეტი აქტიურობა გამოიჩინონ ჩვენი ევროკავშირში და
ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარანტი არის მჭიდრო თანამშრომლობა ნატოს ალიანსთან, ალიანსში გაწევრიანება და ალიანსის პრინციპების განუხრელად შესრულება.

gamoxmaureba

გამოხმაურება

wordpress