#5 daviT baqraZe

zogadi informacia

zogadi informacia

სახელი და გვარი დავით ბაქრაძე
დაბადების თარიღი: 1972 წლის 1 ივლისი;
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და 2 შვილი;
ენები: ინგლისური, რუსული;
დიპლომატიური რანგი: უფროსი მრჩეველი.

ganaTleba

ganaTleba

თებერვალი, 1995 – ნოემბერი 1996: სახელმწიფო მმართველობის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი;
სპეციალობა: სახელმწიფოს მართვა;
ხარისხი: სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი;
ნოემბერი, 1994 – ივნისი 1998: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკისა და რადიოფიზიკის კათედრის ასპირანტურა;
სპეციალობა: რადიოფიზიკა;
ხარისხი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
სექტემბერი, 1989 – ივლისი 1994: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი;
სპეციალობა: ელექტრონული ტექნიკის მასალებისა და კომპონენტების ფიზიკა და ტექნოლოგია;
ხარისხი: ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი;
სექტემბერი, 1978 – ივლისი, 1989 – N 1 საშუალო სკოლა .
სპეციალური პროფესიული განათლება:
თებერვალი, 2001 – ივლისი, 2001 – ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია), ოფიცრებისა და დიპლომატების მაღალი დონის სასწავლო კურსი;
ივლისი, 1998 – სექტემბერი, 1998 – ევროპული უსაფრთხოების საკითხების კვლევის ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრი (გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია), თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი “21-ე საუკუნის ლიდერები”;
აგვისტო, 1997 – სექტემბერი, 1997: შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი (ჟენევა, შვეიცარია), დიპლომატიური მომზადების სპეციალური კურსი.

სხვა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი კურსები:
მარტი 2007: იაპონიის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტი (ტოკიო, იაპონია), დემოკრატიული საპარლამენტო მენეჯმენტის სპეციალური კურსი;
ივლისი 2003: გალილეის კოლეჯი (ტივონი, ისრაელი), ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა სპეციალური კურსი;
ივლისი 2002: აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი (ვაშინგტონი, აშშ), აშშ-ს სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტების სპეციალური ანტიტერორისტული პროგრამა, ტერორიზმთან ბრძოლის კანონმდებლობის სემინარი;
აპრილი 2000: შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი (სტოკჰოლმი, შვედეთი), კონფლიქტების მოგვარებისა და საერთაშორისო სამართლის მაღალი დონის კურსი;
აგვისტო 1999 – სექტემბერი 1999: მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის საერთაშორისო აკადემია (ბუდაპეშტი, უნგრეთი), აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მოსამზადებელი კურსი მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
ივლისი 1999: საერთაშორისო სამშვიდობო აკადემია (ბადენი, ავსტრია), სამშვიდობო ოპერაციებისა და მშვიდობის დამყარების პრობლემების კურსი;
მაისი 1999: ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია), ნატო/ეუთოს ინტეგრირებული კურსი;
მარტი 1998: ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (ჰააგა, ჰოლანდია), სასწავლო კურსი ქიმიური იარაღის აკრძალვაში მონაწილე ეროვნული სტრუქტურების წარმომადგენელთათვის.

samuSao gamocdileba

samuSao gamocdileba

2008 წლის 31 იანვრიდან 5 მაისამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
ივნისი, 2007 – იანვარი, 2008 წლის- სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში;
2004 – 2007 – საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
2004 – 2004 – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;
2003 – 2004 – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საგარეო-პოლიტიკური უსაფრთხოებისა და კონფლიქტების პრობლემატიკის დეპარტამენტის დირექტორი;
2002 – 2003 – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსი;
2000 – 2002 – საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
1998 – 2000 – საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი;
1996 – 1998 – საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2005 – ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის წევრი;
2005 – ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის წევრი;
1997 – 2002 – სახელმწიფო მმართველობის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტის მმართველი საბჭოს წევრი;
1997 – 2002 – ევროპის სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტებისა და სკოლების კავშირის (NISPA) ინდივიდუალური წევრი;
1996 – 1998 – ევროპის სახელმწიფო მმართველობის სტუდენტური ასოციაციის (NEPAS) დამფუძნებელი წევრი;

პროფესიული გამოცდილება:
• ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე;
• ევროკავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარე;
• ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი;
• საქართველოს სახელმწიფო დელეგაციისა და მოსამზადებელი ჯგუფის წევრი, ეუთო-ს სტამბოლის სამიტი, 1999 წ.;
• საქართველოს სახელმწიფო დელეგაციისა და მოსამზადებელი ჯგუფის წევრი, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, მაასტრიხტი, 2003 წ.;
• საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე, 2000-2004 წ.წ.;
• საქართველოს მხარის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე, 1999-2004 წ.წ.;
• საქართველოს მხარის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები მეგობრობისა და კეთილმეზობლობის “ჩარჩო” ხელშეკრულების საკითხზე, 2001-2003 წ.წ.;
• საქართველოს დელეგაციის წევრი, მოლაპარაკებები აფხაზეთი, საქართველოს კონფლიქტის მოგვარების შესახებ, 2001-2003 წ.წ.;
• საქართველოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართულ-რუსულ-ამერიკული კონსულტაციები საქართველოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანის ფინანსური საკითხების შესახებ, 2000 წ.;
• საქართველოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართულ-გერმანული კონსულტაციები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანის პრობლემატიკის ირგვლივ, 2000 წ.;
• საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, სამხედრო-პოლიტიკური კონსულტაციები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, 1999 და 2000 წ.;
• საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები რუსეთის ფედერაციაში, ევროკავშირში, ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში, ლიტვაში, ესტონეთში, 2003-2007 წ.წ.;
• საქართველოს დელეგაციის წევრი, “19+1″ ფორმატის კონსულტაციები ნატო-ს შეიარაღებაზე კონტროლის მაღალი დონის ჯგუფთან, 1999 და 2000 წ.;
• საქართველოს დელეგაციის წევრი, ნატო-ს ვერიფიკაციის კოორდინაციის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრები, 1998, 1999 და 2000 წ.

damatebiTi informacia

damatebiTi informacia

სპეციალური პრიზები და ჯილდოები:
18 ივლისი, 2005 – შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის სპეციალური პრიზი: „საერთაშორისო ურთიერთობებში გამოვლენილი ლიდერობისათვის”
13 თებერვალი, 2000 – საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 128:
“მადლობა სახელმწიფოთა შორის მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების მომზადებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და აქტიური დიპლომატიური მოღვაწეობისათვის”;
11 თებერვალი, 2000 – საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება N 53/2:
“მადლობა ეუთო-ს სტამბოლის სამიტზე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ადაპტირებული ხელშეკრულებისა და რუსეთთან მოლაპარაკების წარმართვასა და ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში საქართველოსათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების მომზადებაში აქტიური მონაწილეობისათვის”;
7 ნოემბერი, 1996 – საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური პრიზი:
“სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტის 1996 წლის საუკეთესო სტუდენტს – პრეზიდენტის პრიზი აკადემიური წარჩინებისათვის”;
30 ივნისი, 1998 – ნატო-ს სამეცნიერო სტეპენდია. კვლევის თემა:
“სამშვიდობო ოპერაციების ისტორიისა და პრეცენდენტების ანალიზი და ნატო-ს სამშვიდობო ფუნქციების შესწავლა”

saarCevno programa

saarCevno programa

საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე ნებაა, განავითარონ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება, განამტკიცონ კანონის უზენაესობა და ყოველი მოქალაქის კანონის წინაშე თანასწორობაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემა, რომელიც ყველა მოქალაქისათვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების, გაერთიანების შექმნის და მასში მონაწილეობის უფლების გარანტიაა. ასეთი პოლიტიკური სისტემა ქვეყნის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში განხორციელებული სისტემური დემოკრატიული რეფორმების შედეგად, საქართველოში შესაძლებელი გახდა ხელისუფლებაში პოლიტიკურ ძალთა მშვიდობიანი მონაცვლეობა. ამ თვალსაზრისით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გამტკიცების გზაზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამოცანაა, ქვეყანამ შეინარჩუნოს ეს წარმატება და ძალაუფლების დემოკრატიული განახლების პროცესი შეუქცევადი გახადოს.
საპარლამენტო არჩევნების შემდგომმა წელიწადმა აჩვენა, რომ მთელ რიგ სფეროებში მოხდა რეფორმების ტემპის შენელება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი გადაიდგა ნაბიჯი უკან. დღეს უკვე აშკარაა, რომ მთავრობა ვერ ართმევს თავს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და, როგორც შედეგი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; კრიმინალთან ბრძოლა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება; ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ადექვატური რეაგირება.
ასეთ რეალობაში საქართველოს პრეზიდენტის ამოცანაა, იღვწოდეს საგარეო კურსის უცვლელობისა და საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკური არჩევანის განხორციელებისთვის; ამავე დროს პრეზიდენტმა უნდა აკონტროლოს მთავრობა, რათა მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ იზრუნოს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებასა და ამით თავისივე საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე.

ეკონომიკა
კეთილდღეობისკენ სწრაფვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი რეალიზაცია მხოლოდ თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი. თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, უნდა ჩამოაყალიბდეს ქვეყნის მდგრადი განვითარების ისეთ მოდელი, რომელიც ეფუძნება თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნას.
ამ მოდელის პრინციპებია მცირე მთავრობა, ფისკალური დისციპლინა, პასუხისმგებლობიანი მაკროეკონომიკური და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკა, დაბალი გადასახადები, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დანერგვით.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად – მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის მოტანა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
აცნობიერებს რა იმ როლს, რომელიც საქართველოს ენიჭება კასპიის ზღვისა და შუა აზიის რეგიონებიდან დანარჩენი მსოფლიოსთვის ენერგორესურსების ალტერნატიული გზებით მიწოდების პროცესში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკონომიკის ერთერთ ქვაკუთხედად მათი ეფექტიანი ფუნქციონირება მიაჩნია.
საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტულია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციის შენარჩუნება. საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის მსხვილი რეგიონული ექსპორტიორი, რისთვისაც, ენერგიის გამომუშავების ზრდის გარდა, აუცილებელია ქვეყნების დამაკავშირებელი ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობაც.
მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებას და ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას. ანაკლიის ყურეში ლაზიკის პორტის აშენება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, ევროკავშირთან დაახლოება და ახალი საექსპორტო ბაზრების გახსნა მკვეთრ სტიმულს მისცემს სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს. ამიტომ, უნდა დაჩქარდეს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან და სათანადო მოლაპარაკებები აშშ–სთან.

ჯანდაცვა
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ამოცანა უნდა იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისწვდომობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის თანაბრად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. პაციენტის უფლებების დაცვასთან ერთად, პრიორიტეტი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის უფლებებიც, ღირსეულ პირობებში მუშაობა და სამართლიანი ანაზღაურება.
მაღალი ხარისხის და ეფექტური სამედიცინო მომსახურების გარანტია უპირველეს ყოვლისა, კვალიფიციური პერსონალია, რისთვისაც საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლებასთან ერთად, პრიორიტეტულია რეზიდენტურისა და პროფესიული განვითარების სისტემის მოდერნიზება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა რეგიონში მაღალი სტანდარტითა და ეფექტურად შეძლონ მკურნალობა. ამიტომ აუცილებელია სადაზღვევო სისტემის მოდერნიზება, ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრება, მოქალაქეებისათვის კერძო თუ სახელმწიფო სადაზღვევო სქემების გაუმჯობესება.
აუცილებელია, სადაზღვევო პაკეტები მოიცავდეს მედიკამენტების გაფართოებულ ჩამონათვალს, რაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, ხოლო მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.
ფარმაცევტულ სექტორში საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს კონკურენციას, რაც შეამცირებს ფასებს და უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ხარისხიანი და ეფექტური მედიკამენტების მიწოდებას.
პირველად ჯანდაცვა, სოფლის და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მეტად უნდა იყოს მხარდაჭერილი ფინანსურად და სადაზღვევო სქემებში ფართო ჩართულობის გზით. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტულობა, ძალისხმევა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ორსულთა მეთვალყურეობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების გაფართოება, რაც გააუმჯობესებს დემოგრაფიულ მაჩვენებლებს და უფრო რეალისტურს გახდის ათასწლეულის მიზნების მიღწევას საქართველოში. ტერიტორიული მთლიანობის საკითხები დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ აქტიურობას რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რათა მან აიღოს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი, და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და
საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება.
დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის – „ოკუპაცია“ – შენარჩუნება; საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველო ყველა პოლიტიკური, სამართლებრივი და მშვიდობიანი საშუალებით წინ უნდა აღუდგეს რუსეთის ფედერაციის
ქმედებებს, რომლებიც მიმართული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დემოგრაფიული შემადგენლობის და ქონებრივი მდგომარეობის უკანონოდ შეცვლისკენ.
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნება, მათი ქონებრივი უფლებების აღდგენა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით და სხვა იმგვარი პირობების შექმნით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ისარგებლონ უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების უფლებით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოწოდებულია, საქართველომ შექმნას ისეთი ფორმატები და წამახალისებელი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოებას ქვეყნის დანარჩენი რეგიონების
მცხოვრებლებთან, ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავებას და ამ მოსახლეობის ეტაპობრივ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. ამ მიზნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავდა „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ − ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“.

საგარეო პოლიტიკა
საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილია. შესაბამისად, მისი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები, კერძოდ, ნატოს და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება.
ეყრდნობა რა 2008 წლის პლებისციტზე საქართველოს მოქალაქეების მიერ მკაფიოდ გამოხატულ ურყევ ნებას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ესწრაფვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია, ასევე განამტკიცოს თავისი მოქალაქეების კეთილდღეობა და ეროვნული უსაფრთხოება. საქართველო იზიარებს პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს მომავალი განვითარების გზა და ის ალიანსები, რომელთა წევრობაც სურს.
ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს პოლიტიკური განვითარების ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ წინსვლას, პოლიტიკური სისტემის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან თანამშრომლობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაფართოებას. საქართველომ უნდა მიაღწიოს ევროკავშირთან ოთხი თავისუფლებით (ხალხის, საქონლის, მომსახურების, კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება) სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მისცემს ბიძგს და შექმნის უკეთეს პირობებს საქართველოს მოქალაქეთათვის.
ამ მიზნით საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ევროკავშირის მხრიდან დღეს არსებული თანამშრომლობის მექანიზმები და ესწრაფოდეს, ევროპული პერსპექტივის დაფიქსირების გზით, მიიღოს დამატებითი ინსტიტუციონალური ჩარჩო და ფორმატები. ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის სტრატეგიული საგარეო- პოლიტიკური ამოცანაა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, ნატოს წევრობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარ გარანტიებს შექმნის და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მთლიანად რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში.
ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების პროცესი ხელს უწყობს როგორც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ისე თავდაცვისუნარიანობის
განმტკიცებას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კვლავაც მიესალმება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რომელთა ფარგლებში ქართული შენაერთების მიერ საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულება არა მხოლოდ ზრდის საქართველოს მნიშვნელობას ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, არამედ ასევე ამდიდრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო გამოცდილებას.

თავდაცვა და უსაფრთხოება
თავდაცვის სისტემა სახელმწიფოს ქვაკუთხედია. სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი, მათი სოციალური დაცულობა და კარიერული ზრდის სტაბილური შესაძლებლობები სახელმწიფოს მუდმივი საზრუნავი უნდა იყოს. შუძლებელია საქართველოს ჰყადეს ნებისმიერ გარე მეტოქესთან გამკლავების შემძლე ჯარი. მაგრამ სავსებით შესაძლებელი და სასურველია ქართულ შეიარაღებულ ძალებს შეეძლოთ აგრესორს გადააფაქირებინონ მტრული ქმედებები და შეაკავონ მეტოქე საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევამდე. შესაბამისად, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ მიმართული ღონისძიებების მიზანი უნდა იყოს განათლებისა და წვრთნის სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობით საქართველო ახდენს შეიარაღებული ძალების ადაპტირებას ახალ გამოწვევებთან, ოპერატიულ გარემოსა და ამოცანებთან.
ამავე დროს, კიდევ ერთი და არა უკანასკნელი ამოცანა არის შეიარაღებულ ძალებზე სამოქალქო დემოკრატიული კონტროლის განმტკიცება. იგია როგორც სამხედროთა პროფესიონალიზმის, ისე ჯანსაღი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გარანტი.
უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. იგი უნდა ეყრდნობოდეს თანამედროვე პირობებში საფრთხეთა ბუნების გაფართოება-ტრანსოფრმაციის გააზრებას და ეგრეთ წოდებული თანამშრომლობაზე ორიენტირებული უსაფრთხოების პოლიტიკის ათვისებას. ამ უკანასკნელისათვის, გადამწყვეტია თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან. აქტიური ძალისხევა ეუთოს ფარგლებსა და რეგიონალურ კონტექსტში, გაეროს ფორმატის მაქსიმალური გამოყენება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ მიმართული რეფორმები, რომელიც მოახდენს უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციას, უზრუნველყოფს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესებას და შესაძლებელს გახდის სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში ჩართული ინსტიტუტების შესაბამისი უწყებრივი სტრატეგიების შემუშავებას. ამ პროცესის ქვაკუთხედია სამხედრო ძალებსა და მთელს უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის მექანიზმთა შემდგომი გაძლიერება.

gamoxmaureba

გამოხმაურება

wordpress