giorgi margvelaSvili

გიორგი მარგველაშვილი (დ. 4 სექტემბერი, 1969, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2012-2013 წლებში.

ბიოგრაფია

1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (Central European University), პრაღაში კურსზე დიპლომის შემდგომი სწავლება სოციოლოგიაში.[1] 1992-1995 წლებში მუშაობდა ტურისტული კომპანიის გიდად (სპეციალიზაცია სამთო ტურიზმი).[2] 1994-1995 წლებში „ბიზნეს დღიურების“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი. 1996-1997 წლებში თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიასა და კულტურაში.[3] 1995-2000 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობორივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი-პროგრამის კონსულტანტი. 1998 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში. 2000-2006 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი. 2006-2010 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.[4]

პოლიტიკა

2011 წლიდან აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. გამოდიოდა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად. საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა განათლების მინისტრად. 2013 წლის 11 მაისს კოალიცია ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა[5]. არჩევნებში მონაწილეობის გამო მარგველაშვილმა დატოვა მინისტრის პოსტი 2013 წლის 18 ივლისს. 27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილმა მიიღო ხმათა 62% და არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად.

მშობლიური ქართულის გარდა ფლობს ინგლისურსა და რუსულს.[6]

gamoxmaureba

გამოხმაურება

wordpress