2013 wlis saqarTvelos prezidentis arCevnebis Sejameba

12 ნოემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ცესკოს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა შემაჯამებელ ოქმს დღეს გამართულ სხდომაზე მოაწერეს ხელი.

საბოლოო შედეგების მიხედვით გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62, 12 % მოიპოვა, დავით ბაქრაძემ – 21, 72 %, ნინო ბურჯანაძემ – 10, 19 %, შალვა ნათელაშვილმა – 2,88 %, და გიორგი თარგამაძემ – 1,06 %; დანარჩენი პრეზიდენტობის კანდიდატების პროცენტულმა მაჩვენებელმა ვერ გადააჭარბა 1%-ს (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემაჯამებელ ოქმში).

როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა განაცხადა – კანონმდებლობის მიხედვით ცესკოს, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 16 ნოემბრის ჩათვლით აქვს. თუმცა,   გამომდინარე იქიდან, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების არც ერთი შემაჯამებელი ოქმი  არ გასაჩივრებულა და საარჩევნო დავა არ მიმდინარეობს არც ერთ ინსტანციაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონით განსაზღვულ ვადაზე 4 დღით ადრე შეძლო პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამება.

”ცესკო მადლობას უხდის საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს იმ საქმიანობისთვის, რომელიც დადებითად შეფასდა სადამკვირვებლო მისიების მხრიდან. ასევე, მადლობას ვუხდით საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით ამომრჩევლებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას,” – განაცხადა ეკატერინე აზარაშვილმა.

gamoxmaureba

გამოხმაურება

wordpress